დაფასოებული კოკაინისა და ''მეტადონის'' უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში 1 პირი დააკავეს

დაფასოებული კოკაინისა და ''მეტადონის'' უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ჯ.თ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 7 შეკვრად დაფასოებული კოკაინი და 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-მ  ბოლო პერიოდში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალლდებით 6 პირი დააკავა

შსს-მ ბოლო პერიოდში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალლდებით 6 პირი დააკავა

6 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების, ასევე...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186