ხელოვნების ცნობილი ცენტრი BOZAR  ბრიუსელში ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს

ხელოვნების ცნობილი ცენტრი BOZAR ბრიუსელში ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს

17-23 იანვარს, თანამედროვე ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში BOZAR ქართულ ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.

ღონისძიება ფესტივალის BRIDGES. EAST OF WEST FEST ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული კინო შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

18 იანვარი, 19:00 საათი - "როცა დედამიწა მსუბუქია"

19 იანვარი, 21:30 საათი - "საშიში დედა"

20 იანვარი, 21:30 საათი - "მძევლები"

21 იანვარი, 11:00 საათი - "ცისფერი მთები"

21 იანვარი, 20:00 საათი - "დედე"

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ქართული ფილმების ავტორებთან დამსწრე საზოგადოება კითხვა - პასუხის (ე.წ. Q&A ) ფორმატში შეძლებს გასაუბრებას.

საქართველოს გარდა ფესტივალზე BRIDGES. EAST OF WEST FEST მონაწილეობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა.

ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია.

https://www.bozar.be/en/activities/137882-georgia-on-film

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

10 საათის წინ

ლევან გრძელიძე - პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია. ხატვის ხელოვნებას ის 80-იანი წლებიდან ეზიარა. გამოფენა დაიხურება 22 ივნისს. 

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212