მაჩალიკაშვილი: გამოძიებას ნდობას ვუცხადებ, მაგრამ თუ არ გაამართლა, სხვანაირად მოვიქცევი

მაჩალიკაშვილი: გამოძიებას ნდობას ვუცხადებ, მაგრამ თუ არ გაამართლა, სხვანაირად მოვიქცევი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გადაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის ამ ეტაპზე გამოძიებას ნდობას უცხადებს. 

"ჩემი თხოვნა იქნება, მე სანამ სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მაინც მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვუწყვიტო... მე ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს. აი ეს იქნება ჩემი თხოვნა.

ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე იმ ოთახში, მე მოვითხოვ მაგათ ყველას დასჯას, როგორც მე, ისე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის გამოძიებას ნდობას ვუცხადებ, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ, ალბათ, სხვანაირად მოვიქცევი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

შეგახსნებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა, თუმცა 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.  

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

32 წუთის წინ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მოლდოველ სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ის მიღწევები გააცნო, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151