სააკაშვილი: ხელისუფლებასთან კომპრომისზე არ მივდივარ და ამის გამო, ჩემს მოშორებას ცდილობენ

სააკაშვილი: ხელისუფლებასთან კომპრომისზე არ მივდივარ და ამის გამო, ჩემს მოშორებას ცდილობენ

"სააკაშვილი, ხელისუფლება, კომპრომისზე, არ მივდივარ, და ამის გამო, ჩემს მოშორებას, ცდილობენ",-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში რეგიონებში გასვლას და შეხვედრების გამართვას გეგმავს. 

"ვიდრე აქციების ჩატარებას დავგეგმავთ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები უნდა გავმართოთ, რადგან მათაც მივცეთ შანსი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას სურს, კიევში ვიმყოფებოდე და სხვადასხვა უწყებებში დაკითხვებზე ვიარო, უახლოეს დღეებში რეგიონებში გასვლას და შეხვედრების გამართვას ვგეგმავ. მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც არსებული სისტემის წინააღმდეგ გამოდიან. ვინც იცის, რომ ქვეყანაში პრობლემების უმეტესობის სათავე კორუფციაა და ამას აღარ მოითმენენ. უკრაინის ახალი ხელისუფლება სწორედ ასეთი ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს. ხვალ მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ სცადონ შინაპატიმრობა მომისაჯონ. ეს კი იმისთვის კეთდება, რომ ხალხთან შეხვედრები ვერ გავმართო. ხელისუფლებასთან კომპრომისზე არ მივდივარ და ამის გამო, ჩემს მოშორებას ცდილობენ",-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.  

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

32 წუთის წინ

"როგორც კი მოაშორეს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე, თუნდაც ნომინალური პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობაში შეიყვანეს ჯერ რუსეთიდან გამოგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151