"უმრავლესობა ცდილობს, დაბარების შემთხვევაში მთავრობას აღარ ჰქონდეს ვალდებულება მოვიდეს პარლამენტში"

"უმრავლესობა ცდილობს, დაბარების შემთხვევაში მთავრობას აღარ ჰქონდეს ვალდებულება მოვიდეს პარლამენტში"

"უმრავლესობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ მთავრობას აღარ ჰქონდეს ვალდებულება დაბარების შემთხვევაში მოვიდეს პარლამენტში და ფრაქციების მიერ დასმულ შეკითხვებს გასცეს პასუხი" - ამის შესახებ საპარლამებტო უმცირესობის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

"ეს გადაწყვეტილება იქნება სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და რეალურად ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს დღეს პარლამენტში, რომ განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა მთავრობაზე დაიკარგება.

მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს და მათი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად იმუშაონ მათ შორის მთავრობასთან, რომ ესეთი ტიპის ნაბიჯი არ იყოს გადადგმული. პრობლემა თუ რატომ არ მოდიან მთავრობის წევრები პარლამენტში არის მათ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული და ამიტომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. არსად მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში არ არის მიღებული პრაქტიკა, რომ თუ მთავრობა ვალდებულებას არ ასრულებს, ეს ვალდებულება გააუქმო და ამით გამოასწორო სიტუაცია,’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ირაკლი სესიაშვილი: გიგა ბოკერია თავის დროზე პოლიტიკური რუხი კარდინალი იყო

ირაკლი სესიაშვილი: გიგა ბოკერია თავის დროზე პოლიტიკური რუხი კარდინალი იყო

9 წუთის წინ

"მინდა გუშინდელ სამწუხარო ფაქტს გამოვეხმაურო, ბატონ ნიკა მელიასა და სხვების ქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ ქვეყანას ბევრი რთული პერიოდი ჰქონია, არასდროს არ ულხინდა ჩვeნეს მოსახლეობას, თუმცა რაც ყველაზე სწორი მიდგომაა იყო პოლიტიკის კეთების...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151