პრემიერი: მინდა, თემირლან მაჩალიკაშილის ოჯახს სამძიმარი ვუთხრა

პრემიერი: მინდა, თემირლან მაჩალიკაშილის ოჯახს სამძიმარი ვუთხრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი და გუშინ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

"სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშილის გადარჩნა, თუმცა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს",- აღნიშნა პრემიერმა.

თემირლან მაჩალიკაშილი გუშინ გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა.

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.

რომან გოცირიძე: დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე

რომან გოცირიძე: დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე

3 წუთის წინ

"გვიზის მინისტრები, არადა არ არიან მინისტრები. გიორგი შენგელაია რომ თამაშობს ფილმში, "რაც გინახავს ვეღარ ნახავ", დაღონებულია პატარძალი არ მოვიდა, და დაუკარით უპატარძლო ქორწილიაო.... დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151