ყვარლის რაიონში მეუღლესა და სიმამრზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

ყვარლის რაიონში მეუღლესა და სიმამრზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 მის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში მცხოვრები ა.ფ. სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს - 1998 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მამასაც - 1964 წელს დაბადებულ ი.ვ.-ს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

6 საათის წინ

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოქალაქის უფლებებს საია, მეორის კი „თეთრი ხმაური“ იცავს. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც მეტამორფინის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას არეგულირებს არის ზედმეტად...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151