ვანო ზარდიაშვილი: ქვეყანამ სპეცსამსახურების მოქმედებით თავიდან ძალიან დიდი ტრაგედია აიცილა

ვანო ზარდიაშვილი: ქვეყანამ სპეცსამსახურების მოქმედებით თავიდან ძალიან დიდი ტრაგედია აიცილა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ქვეყანამ სპეცსამსახურების პროფესიონალური მოქმედებით თავიდან აიცილა ძალიან დიდი ტრაგედია.

"არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ქვეყანამ ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალური მოქმედებით თავიდან აიცილა ძალიან დიდი ტრაგედია, თუმცა არა მხოლოდ შესაბამისმა სამსახურებმა, არამედ ყველამ უნდა იფიქროს ტერორიზმის პრევენციაზე. ამ ფონზე ყველაზე არასწორი ნაბიჯია დაუპირისპირდე და აკეთო შენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების და უსაფრთხოების სამსახურების საწინააღმდეგო განცხადებები", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მაჩალიკაშვილის გადასარჩენად.

"რაც არ უნდა დაადგინოს გამოძიებამ ამ საქმეზე, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედიაა. დღეს უკვე ნათელია, რომ მგონი ისტორიაში პირველად გვყავს სპეცსამსახურები, რომლებიც მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან ამოდიან და მათი მოქმედებების ერთადერთი მიზანი სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაა. ამიტომ ყველა ექსპერტს თუ პოლიტიკოსს, რომლებიც საკმაოდ უცნაურ კომენტარებს აკეთებენ, მოვუწოდებ, ნუ გამოიყენებენ ამ თემას თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ შემთხვევაში მაინც იფიქრონ სახელმწიფოებრივად", - განაცხადა დეპუტატმა.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა.

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან "რუსთავის ფოლადისთვის" შეღავათიან ტარიფზე

08 ივნისი, 2018

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ  ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით. რუსთავის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186