"სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბრძანებები დანამატების გაცემაზე სათანადოდ დასაბუთებული არაა", - აუდიტი

"სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბრძანებები დანამატების გაცემაზე სათანადოდ დასაბუთებული არაა", - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნა გასული წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა, იგი 2016 წლის პერიოდს მოიცავს. დოკუმენტი 23 გვერდიანია.

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე სულ 2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 27,347,029 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 3,176,504 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 11.6%-ს შეადგენს.
 
დოკუმენტში განმარტებულია: "სამინისტროს აპარატის ყველა თანამშრომელს დანიშნული აქვს ყოველთვიური დანამატი მინისტრის ბრძანებით (ჯერ - 6 თვით, შემდეგ - 3-3 თვით. საფუძველი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი). სსიპ-ების თანამშრომლებზე დანამატები განსაზღვრულია უწყების ხელმძღვანელის ერთი ბრძანების საფუძველზე, წინასწარ, მთელი წლის გათვალისწინებით (მინისტრის ბრძანებით მათი უწყებისათვის დამტკიცებული დებულების შესაბამისად) სხვადასხვა ოდენობით", - ვკითხულობთ დოკუმენტში. 
 
კვლევას თან ახლავს ცხრილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატისა და სსიპ-ების შესახებაც:

აუდიტის სამსახური დასკვნაში აქვე ვკითხულობთ:

"საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. ხოლო ერთი ბრძანების საფუძველზე, წინასწარ მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატის, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული", - აღნიშნულია დოკუმენტში.

რომან გოცირიძე: დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე

რომან გოცირიძე: დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე

7 წუთის წინ

"გვიზის მინისტრები, არადა არ არიან მინისტრები. გიორგი შენგელაია რომ თამაშობს ფილმში, "რაც გინახავს ვეღარ ნახავ", დაღონებულია პატარძალი არ მოვიდა, და დაუკარით უპატარძლო ქორწილიაო.... დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151