ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძზე ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძზე ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კურორტ გოდერძს ეწვია და ზამთრის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტურისტული სეზონის დატვირთულობის და მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ კურორტ გოდერძის ხელმძღვანელისგან - ზურაბ ჭურკვეიძისაგან მოისმინეს. 

როგორც აღინიშნა, წლევანდელ სეზონზე დაინტერესება ძალიან მაღალია და კურორტზე არსებული სასტუმროს და კოტეჯების განთავსების ადგილები სრულადაა დატვირთული. გოდერძს სტუმრობენ როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ტურისტები, რომლებიც განსაკუთრებულ კმაყოფილებას კურორტზე არსებული სასრიალო ტრასებით და თოვლის ხარისხით გამოხატავენ. 

ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ კურორტ გოდერძზე მყოფ ტურისტებს, მათ შორის უკრაინელ ალექსი ტუჩაკს, რომელიც როგორც ბათუმის საბაგიროს მემილიონე სტუმარი ზაფხულში დაჯილდოვდა კურორტ გოდერძის ხუთდღიანი საგზურით. ალექსი ტუკაჩმა ხელისუფლების წარმომადგენლებს კურორტის შესახებ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. იგი ზაფხულში მეგობართან ერთად პირველად მოგზაურობდა საქართველოში და ბათუმის საბაგიროზე ყოფნისას იღბლიანი ვიზიტორი აღმოჩნდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმაკურორტზე დაათვალიერეს წლევანდელ სეზონზე გახსნილი საბავშვო-სათხილამურო ხალიჩა, შეხვდნენ კურორტზე დასაქმებულ ადგილობრივებს, მთის კურორტების სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე სამაშველოს და სკი-პატრულის სამსახურების წარმომადგენლებს. როგორც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, უნიკალური პოტენციალით გამორჩეული კურორტი გოდერძი სულ მალე იქნება ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მისი თქმით, ეს იქნება ადგილი, რომელიც სამთო-სათხილამურო ტურიზმის მოყვარულებს მოიზიდავს აჭარაში, რაც ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას როგორც კურორტ გოდერძის მიმდებარე სოფლებში, ისე ქალაქ ბათუმში.ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს .

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

4 საათის წინ

"ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების ცენტრალური სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. შესაბამისად ეს უბნები საჭიროებდა წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ეს ორი უმთავრესი პროექტი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151