"დაუსვი კითხვები ლაბორატორიის სპეციალისტს" - ახალი შესაძლებლობა ფერმერებისათვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ლაბორატორიამ, მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, "დაუსვი კითხვები ლაბორატორიის სპეციალისტს" ახალი რუბრიკა დანერგა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამიერიდან,  ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველკვირეულად სოციალურ ქსელში ჩაერთვებიან და ხშირად დასმულ შეკითხვებს პირდაპირი ეთერის მეშვეობით უპასუხებენ.

ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის აქტუალურ დაავადებებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი და პრაქტიკული  ინფორმაცია მიიღონ.

ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით სამი მიმართულებით მუშაობს და მოიცავს ცხოველთა და მცენარეთა სადიაგნოსტიკო და სურსათის კვლევის ლაბორატორიებს. შესაბამისად, ეტაპობრივად მომხმარებელთა შეკითხვებს უპასუხებენ მაღალკვალიფიციური ვეტერინარები, ფიტოსანიტრები და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები.

დაინტერესების შემთხვევაში, შეკითხვები უნდა გააგზავნოთ ლაბორატორიის ელექტრონულ მისამართზე : [email protected] , ან ლაბორატორიის ოფიციალურ გვერდზე, სოციალური ქსელის მეშვეობით, - FB: სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია/LMA.

 

ყოველი კვირის დასაწყისში, სოციალური ქსელის მეშვეობით დაიდება დეტალური ინფორმაცია, როდის და რომელ საათზე ჩაერთვებიან ლაბორატორიის სპეციალისტები.

ბახტაძე: 2011-12 წლებში დაზარალებულ გადამხდელებს 450 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

ბახტაძე: 2011-12 წლებში დაზარალებულ გადამხდელებს 450 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

5 საათის წინ

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან წესებზე ეკონომიკაში, ამას აქვს კონკრეტული პასუხები. 2011-2012 წლებში მოხდა, მნიშვნელოვან წილად არასამართლიანად, საგადასახდო დავალიანების დაგროვება, რამაც ბევრი გადამხდელი დატოვა რეალურად ეკონომიკის მიღმა...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151