ბესელია ევროსასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

ბესელია ევროსასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 

"საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრება, სადაც 12 იანვარს, ევროპის საბჭოს ოფისში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მთავარი საკითხი კომიტეტის წევრების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ესპანეთიდან წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება იქნება, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და ჩატარდება ხმის მიცემის პროცედურა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172