მდინარაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: გაუგებარია, ასეთი თემით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის

მდინარაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: გაუგებარია, ასეთი თემით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის

"შვილის დაღუპვაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს და მშობლის რეაქციაც აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა გაუგებარია ასეთი თემებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესის იქით ვერაფერს ხედავენ",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს აქვს ერთადერთი მიზანი მოქმედებისას - დაიცვას ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოება, ამიტომ მას სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს გამოძიების ვალდებულებას - დეტალური და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, მათ შორის ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა.

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040