მიხეილ სააკაშვილი ''მაიდნის საქმეზე'' დაკითხეს

მიხეილ სააკაშვილი ''მაიდნის საქმეზე'' დაკითხეს

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ''მაიდნის საქმეზე'' დაკითხეს. როგორც სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთელი სამართალდამცავი სისტემა მის წინააღმდეგ მუშაობს. 

"გუშინ ვიყავი დაკითხვაზე მაიდნის მოვლენეზე. ცოტა ხანში ალბათ ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის მშენებლობაზეც დამკითხავენ და რომის იმპერიაში მომხდარ მკვლელობებზე. ვისაც არ ეზარება, ყველა დაკითხვაზე მიბარებს. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ბოლომდე არ არის გახსნილი გიორგი ღონღაძის მკვლელობა, პრეზიდენტ იუშენკოს მოწამვლის საქმე. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაზეა საუბარი და ჯერ კიდევ არავინაა დაკავებული.

უკრაინაში ჯერ კიდევ გამოუძიებელია მაიდანზე სროლის საქმეები, ანუ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ უკრაინაში არსებობენ ადამიანები, ვისაც კავშირი აქვს ამ კრიმინალთან, ხელისუფლებაში არიან დამნაშავენი, რომლებიც მთავარი დანაშაულების გახსნით დაინტერესებულები არ არიან, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინის დაარსებიდან მოხდა. ასეთ ვითარებაში, მთელი სამართალდამცავი სისტემა სააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობს. უფრო მეტიც, მაიდანის როლის საქმეზე გუშინ მე დამკითხეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბერლუსკონიმ გადაიღო ფილმი, სადაც თითქოს მე მივეცი ქართველ სნაიპერებს ცეცხლის გახსნის ბრძანება. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტოტალური უსამართლობაა და ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები, რომლებიც სხვა დამნაშავეებს ხელს აფარებენ. მინდა მივმართო უკრაინელებს, ხელისუფლებამ იმაზე მეტი ვერ მოიფიქრა, რომ დაკითხვებზე მატაროს.

ამ ადამაინებს არასდროს შერცხვებათ, შეასრულებენ მითითებებს. ეს რაც მე შემეხება, მაგრამ მინდა თქვენ მოგმართოთ, როდემდე მოითმენთ ამას?!. გასაგებია, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, მაგრამ როგორ გექცევიან თქვენ. თქვენ რეალურად დაგქცინიან. ეს ხალხი დროს წელავს იმისთვის, რომ თქვენ გაგძარცვონ, გაზარდონ ელექტროენერგიის ტარიფები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რო გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო აპარატი ტყუილად მუშაობს. როდესაც სუს-ი თავის რეალურ ფუნქციას არ ასრულებს, პროკურატურა ბელეტრისტიკით არის დაკავებული, პოლიცია კი კრიმინალს მფარველობს",-განაცხადა სააკაშვილმა.

Starbuks- ი აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ყავის სახლის დახურვას გეგმავს

Starbuks- ი აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ყავის სახლის დახურვას გეგმავს

4 საათის წინ

კომპანიის განმარტებით, დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს გაყიდვების დონის გაზრდას, აგრეთვე აქციონერებისთვის სარგებლის მიღებას. ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველაზე ნაკლებად მომგებიანი ყავის სახლები დაიხურება იმ ადგილებში, სადაც Starbucks-ის...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172