ბობოხიძე: ივანიშვილის BitFury-მ გამოაქვეყნოს მთავრობასთან დადებული გასაიდუმლოებული ხელშეკრულება

ბობოხიძე: ივანიშვილის BitFury-მ გამოაქვეყნოს მთავრობასთან დადებული გასაიდუმლოებული ხელშეკრულება

საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე  კომპანია BitFury-ს მიმართავს, გამოაქვეყნოს საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება. 

"2018 წლის 8 იანვარს "ევროპულმა საქართველომს"გააკეთა განცხადება ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury_ის შესახებ. საპასუხო 9 იანვარს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფდა რაიმე პრიველეგიების არსებობას და მზადყოფნას გამოთქვავდა გამოექვეყნებინა ელექტრონული ენერგიისთვის გადახდილ თანხას. ევროპული საქართველოს კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას,

 რომ:

1. კომპანია BitFury-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შედეგად გაიზარდა თბილისის მოხმარება, რასაც მთავრობის განცხადების თანახმად მოყვა მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა.

2. კომპანია BitFury იხდის დენის ტარიფის დაბალ გადასახადს, როგრც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო.

3. საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს თავისუფალი ინდისტრიული ზონის პირობები. თავისუფალი ზონა უნდა აკმოყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. მიწა - კანონის თანახმად ფართობი უნდა აღემატებოდეს 10 ჰა და მოთხოვნის შეტანისას მთხოვნელმა უნდა წარადგინოს საკუთრების დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში მოთხოვნამდე რამოდენიმე თვით (2015 წ. 25 მაისს) ადრე მთავრობამ სიმბოლურ ფასად (1 ლარი) გადასცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწა რამოდენიმე თვის შექმნილ კომპანიას.

 

2. გეგმა - კომპანიამ უნდა წარუდგინოს მთავრობას გეგმა, რომელშიც აღწერილი იქნება თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ თავისუფალი ზონიდან. სარგებელი შეიძლება იყოს ინვესტიციები, მოსახლეობის დასაქმება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ამ შემთხვევაში:

 

• ეკონომიკური სარგებელი - ოფიციალურად ზონა გაკეთდა ტექნოლოგიური პარკისთვის. პირველი კითხვაა რამდენად არის ბიტკოინების წარმოება ტექნოლოგიური პარკი? და მეორე და მთავარი რამდენად შეუწყობს ბიტკოინების წარმოება, რომლითაც კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს, თან საზღვარგარეთ, ქვეყნის ეკონომიკის გაჭანსაღებას?

• დასაქმება - საუკეთესო შემთხვევაში კომპანია დაასაქმებს 10-20 სპეციალისტს.

• ინვესტიციები - კომპანიის მიერ დახარჯული თანხების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ ძვირადღირებული აპარატურის შეძენას მოხმარდა და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებად ამ შემთხვევაში ძნელად თუ ჩაითვლება. ასევე საინტერესოა, რომ კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. BitFury-ს აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვია, დირექტორთა საბჭოს წევრი კი ქართველი ბიზნესმენი, გიორგი კიკვაძეა. BitFury-ის ინფორმაციით, კიკვაძე ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორია.

ამავე დროს ევროპული საქართველოს მიმართავს კომპანია BitFury-ს გამოაქვეყნოს:

1. ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან, რომელიც რატომღაც გასაიდუმლოებულია.

2. გამოაქვეყნოს კომპანიის მიერ 1 კვ./სთ გადახდილი თანხის ოდენობა, ერთ საათში დახარჯული ელექტრო ენერგიის ოდენობა, საწარმოს მუშაობის გრაფიკი დღეში და სამუშაო დღეების ოდენობა.

3. დასაქმებული პერსონალის ოდენობა.

გამოქვეყნებული ინფორმაციას მისცემს საშუალებას საქართველოს საზოგადოებას უპასუხოს კითხვას მოაქვს თუ არა რაიმე სარგებელი ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury-ს საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის",  -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ცნობისთვის, კომპანია Bitfury-ის წარმომადგენლობამ საქართველოში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

„გვსურს ღიად დავაფიქსირო ოფიციალური პოზიცია, რომ კომპანია ბიტფიური რომელიც უმსხვილესი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა (თითქმის ერთ მლრდ კაპიტალიზიაციით) 2014-2015 წწ “ბიტფიური ჯგუფი” სარგებლობდა სესხით “თანაინვესტირების ფონდიდან”, რომელიც 2015 წელს ჩანაცვლდა “საქართველოს ბანკისგან” (BOG) მიღებული საბანკო სესხით, ვისთანაც დღემდე ვიმყოფებით ფინანსურ-საქმიან ურთიერთობაში.


ისლანდიის, ნორვეგიის და კანადის მსგავსად, საქართველოში “ბიტფიური ჯგუფი” ფლობს მაინინგის ცენტრებს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება, შესაბამისად, იქ ჭარბი ელექტროენერგიის საჭიროება არ არსებობს (იქ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრია) და მხოლოდ თბილისის (გლდანის რაიონში მდებარე) დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი.
რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდებს, ტარიფებს და შესაძლოა პრივილეგიებს, რაზეც ჩვეულად და თავის სტილში აპელირებენ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი, აქაც მთელი პასუხისგებლობით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არცერთ ეტაპზე ”ბიტფიური ჯგუფს” არ უსარგებლია არანაირი პროვილეგიით ან შეღავათით.
 

ამის დასტურად ჩვენი კომპანია – მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს-კომუნალური(ელექტროენერგიის შესყიდვა-გადახდის) გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას” – აღნიშნულია განცხადებაში. 

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172