მსოფლიოში ცნობილ ვიდეო თამაშს საქართველოს ცივილიზაცია და თამარ მეფე დაემატა (ვიდეო)

მსოფლიოში ცნობილ ვიდეო თამაშს საქართველოს ცივილიზაცია და თამარ მეფე დაემატა (ვიდეო)

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვიდეო თამაშს Civilization მეექვსე ნაწილში Civilization VI: Rise and Fall ახალი ცივილიზაცია - საქართველო დაემატა. მოთამაშეს, საქართველოს ცივილიზაციის არჩევის შემთხვევაში, ქვეყნის მართვა თამარ მეფის მეშვეობით შეეძლება, რომელიც თამაშში დამატებულ ცხრა ახალ ლიდერს შორის ერთ-ერთია.

თამაშში თამარ მეფის ეპოქის მოწოდებაა „ძალა ერთობაშია“. ვიდეოს, სადაც ახალი, ქართული ცივილიზაციის შესახებაა საუბარი, ფონად ქართული ხალხური მუსიკა გასდევს, ხოლო ანიმირებული თამარ მეფე მოთამაშეს ქართული ცივილიზაციის შესახებ ინფორმაციას ქართულ ენაზე აწვდის.

ქართული ცივილიზაციის გრაფიკული მხარეც საქართველოსთვის დამახასიათებელია. მაგალითისათვის, მთხრობელი აღნიშნავს, რომ ქართველების მთავარი შენობა ციხე-სიმაგრეა, ხოლო ქართველი მებრძოლები ხევსურები არიან, რომელთა ჩაცმულობა სრულად შეესაბამება რეალურ, ტრადიციულ ხევსურულ სამოსს.

Civilization 1991 წელს შექმნილი სტრატეგიული ჟანრის თამაშია. თამაშის მთავარ მიზანს კი მოთამაშის მიერ მყარი იმპერიის შექმნა და მისი შენარჩუნება წარმოადგენს. თამაშის ახალი ნაწილი Civilization VI: Rise and Fall 8 თებერვალს გამოვა.

კიკაბიძე: სააკაშვილი განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო

კიკაბიძე: სააკაშვილი განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო

2 წუთის წინ

ჟურნალისტმა კიკაბიძეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებაზე სთხოვა კომენტარის გაკეთება, რომელმაც ოპოზზიციონერი ალექსეი ნავალნი სააკაშვილს შეადარა. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151