ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის პაველ ბოგომაზოვის განმარტებით, სააკაშვილს გამოძიება კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობის დაფინანსებას ედავება. როგორც ადვოკატმა "რუსთავი2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, უწყებაში დამატებითი ექსპრეტიზის ჩატარება და მისი ხმის ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

"მიხილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე სისხლის სამართლის საქმეზეა დაბარებული, რომელშიც გამოძიება მას კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობის დაფინანსებას ედავება. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ უწყებაში დამატებით ექსპრეტიზის ჩატარება და, სავარაუდოდ, მისი ხმის ნიმუშის აღებაა დაგეგმილი. მომდევნო სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება.

უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტოს და საუკეთესო შემთხვევაში უკრაინაც დატოვოს. ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთებულა. მიუხედავად ზეწოლისა, მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს ბრძოლას. ამ დროისთვის უცნობია, მორიგი აქციის ჩატარების საკითხი. ამის შესახებ განცხადებას ის წინასწარ გააკეთებს",-განაცხადა ადვოკატმა.     

Starbuks- ი აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ყავის სახლის დახურვას გეგმავს

Starbuks- ი აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ყავის სახლის დახურვას გეგმავს

4 საათის წინ

კომპანიის განმარტებით, დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს გაყიდვების დონის გაზრდას, აგრეთვე აქციონერებისთვის სარგებლის მიღებას. ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველაზე ნაკლებად მომგებიანი ყავის სახლები დაიხურება იმ ადგილებში, სადაც Starbucks-ის...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172