საქართველოს ნავთობის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია გარდაიცვალა

საქართველოს ნავთობის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია გარდაიცვალა

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველ არხს მისმა ახლობლებმა აცნობეს.

გიორგი ჭანტურია დაიბადა 1957 წელს. 1989 წლამდე მუშაობდა სახელისუფლებო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში; 1992-1993 წლებში ასრულებდა საგანგებო დიპლომატიურ მისიას აზერბაიჯანში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ისრაელში; 1993 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში; 1994-1996 წლებში – საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 1996 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პრეზიდენტი.

ბოლო პერიოდში, გიორგი ჭანტურია აზერბაიჯანში მუშაობდა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

გარდაცვლილი მეშახტის ძმა: უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას ვუცხადებ, სრული სიცრუეა

გარდაცვლილი მეშახტის ძმა: უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას ვუცხადებ, სრული სიცრუეა

56 წუთის წინ

მისი ძმის თქმით, ექსპერტებმა ვერ მოახერხეს შემთხვევის ადგილის უშუალოდ დათვალიერება, შესაბამისად მისთვის მიუღებელია მათი დასკვნის შედეგები. მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172