ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს პატინრობა შეეფარდათ

ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს პატინრობა შეეფარდათ

ბათუმში 11-12 მარტს მასობრივი არეულობის მოწყობის ორგანიზებით დაკავებულების განაჩენი გამოცხადა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურატურის მიერ წაყენებული 225 მუხლი, 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა და მათ აღკვეთი ღონისძიების სახით წელიწადი და 6 თვე შეუფარდა.

აღნიშნუ მუხლი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიურ მონაწილეობას, რაც 0-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 

"ღოღობერიძის როლი უფრო მეტი იყო აღნიშნულ არულობაში, მაგრამ მას აქვს შემამსუბუქებელი გარემოება, რადგან მას 4 შვილი ჰყავს" განაცხადა ბრალის წარდგენის დროს დავით მამისეიშვილმა. 

ორივე მსჯავრდებული განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს და ისინი სასჯელს ქმედებისთვის შეუსაბამოს უწოდებენ. 

განაჩენი შესაძლოა გაასაჩვროს პროკურატურამაც. პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის განმარტებით ისინი განაჩენის წერილობით ვერსიას დაელოდებიან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ. 

განმარტებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმე 9 თვეა განიხილება. მხარეებმა პროცესზე ათეულობით მოწმე და ტელეკომპანიებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები წარმოადგინეს. სამართალდამცავებმა ბათუმის არეულობის დროს სისხლის სამართლის მუხლით 21 პირი დააკავა. ყველა მათგანის სასამართლო პროცესი გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა.

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

6 საათის წინ

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოქალაქის უფლებებს საია, მეორის კი „თეთრი ხმაური“ იცავს. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც მეტამორფინის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას არეგულირებს არის ზედმეტად...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151