სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად მზადაა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად მზადაა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი მზადაა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს უმაღლეს დონეზე შეხვდეს. ტელეარხ NHK-ს ცნობით, ამის შესახებ მან სეულში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მზად ვარ შეხვედრისთვის, იმ პირობით, თუ ეს ხელს შეუწყობს ბირთვული პრობლემის გადაჭრას და ურთიერთშეთანხმების კოორდინაციის აღდგენას", - განაცხადა მან. სამხრეთ კორეის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ჩატარება მნიშვნელოვანია, თუ "პირობები დაკმაყოფილებულია და შედეგები გარანტირებული."

შეგახსენებთ, 9 იანვარს, ფხენიანსა და სეულს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები პირველად გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სამხრეთ კორეაში, ფიონგჩანგში ჩატარდება, თავის სპორტსმენებს, მხარდამჭერთა გუნდსა და მაღალჩინოსნებსაც გაგზავნის.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საახალწლო მიმართვაში ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღების სურვილი გამოთქვა. ამ სიტყვების შემდეგ სეულმა მოლაპარაკებები მოაწყო.

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

35 წუთის წინ

"როგორც კი მოაშორეს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე, თუნდაც ნომინალური პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობაში შეიყვანეს ჯერ რუსეთიდან გამოგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151