პანკისის ხეობაში დკავებულ ზურაბ იდოიძეს, ადვოკატი "მოდულში" რამდენიმე საათში შეხვდება

პანკისის ხეობაში დკავებულ ზურაბ იდოიძეს, ადვოკატი "მოდულში" რამდენიმე საათში შეხვდება

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში სუს-ის  ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ იდოიძის ადვოკატი დათუნა მოდებაძე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ ღამის 24:00 საათზე შეხვდება. 

"ვემზადები მოდულის შენობაში მისასვლელად და დაკავებულთან შესახვედრად, შეხვედრა სავარაუდოდ 23:30 საათიდან 24:00 საათამდე უნდა შედგეს, მანამდე მეტს ვერაფერს გეტყვით" - განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას დათუნა მოდებაძემ.

ცნობისთვის,

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე.სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.

 

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

6 საათის წინ

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოქალაქის უფლებებს საია, მეორის კი „თეთრი ხმაური“ იცავს. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც მეტამორფინის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას არეგულირებს არის ზედმეტად...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151