ირაკლი ყიფიანი: შესაძლოა, საკონდიტრო ნაწარმი გაძვირდეს

ირაკლი ყიფიანი: შესაძლოა, საკონდიტრო ნაწარმი გაძვირდეს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ყიფიანი პურის შესაძლო გაძვირების საკითხს აფასებს და აღნიშნავს, რომ ტარიფების გაძვირებას აუცილებლად მოყვება გავლენა გარკვეული ჯგუფის პროდუქტების ფასების ზრდაზე. როგორც მან "რუსთავი2"-ს განუცხადა, ეს შესაძლოა საკონდიტრო ნაწარმიც იყოს.

"ტარიფების გაძვირებას აუცილებლად მოყვება გავლენა გარკვეული ჯგუფის პროდუქტების ფასების ზრდაზე და შესაძლოა, ეს საკონდიტრო ნაწარმი იყოს. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიების შემთხვევაში, ფასების წარმოქმნაში გაცილებით დიდ როლს ითამაშებს გაზრდილი ტარიფები იმიტომ, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მარჯინალურად უფრო მეტად არის ასახული იმ ფასში, რა ფასშიც ხდება ამ პროდუქციის მიწოდება",- განაცხადა ყიფიანმა.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დენსა და გაზზე გაზრდილი ტარიფის გამო შესაძლოა პური გაძვირდეს.

"აქსისპალასი საირმეზე" 15% ფასდაკლებით მხოლოდ 31 ივლისამდე!

"აქსისპალასი საირმეზე" 15% ფასდაკლებით მხოლოდ 31 ივლისამდე!

2 საათის წინ

საირმის ქუჩა N51-ში მდებარე "აქსიპალასი საირმეზე" გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით - ეს არის სახლი, რომელიც ერთდროულად გთავაზობთ ბინას საბურთალოს ცენტრშიდა ამავდროულად  საირმის გორის სუფთა ჰაერს, რაც დღევანდელი თბილისში მნიშვნელოვანი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172