პოლონეთის პრეზიდენტმა მთავრობის ახალი წევრები წარადგინა

პოლონეთის პრეზიდენტმა მთავრობის ახალი წევრები წარადგინა

პრეზიდენტის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პრემიერმინისტრ მატეუშ მორავეცკის მინისტრთა საბჭოს ახალი წევრები წარუდგინა. ამის შესახებ "პოლონეთის რადიო" იუწყება.

ამდენად, პოლონეთის ფინანსთა მინისტრი ტერესა ჩერვინსკი გახდა, ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი კი ეჟი კვაჩინსკი. ადრე, ორივე სამინისტროს მატეუშ მორავეცკი ხელმძღვანელობდა.

მეწარმეობისა და ტექნიკის მინისტრი იადვიგა ემილევიჩი გახდა, საგარეო საქმეთა მინისტრი - იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ჯანდაცვის მინისტრი - ლუკას შუმოვსკი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი- მარიუშ ბლაშაკი.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს ანდჟეი დუდამ ახალი მთავრობა დანიშნა. ახალი პრემიერმინისტრი ბეტა შიდლოს ნაცვლად, მატეუშ მორავეცკი გახდა.

ახალი ზელანდიის 37 წლის პრემიერს ქალიშვილი შეეძინა

ახალი ზელანდიის 37 წლის პრემიერს ქალიშვილი შეეძინა

37 წუთის წინ

არდერნის თქმით, მისი შვილი ოკლენდის საავადმყოფოში დაიბადა, ბავშვი - 3.3 კგ იწონის. როგორც New Zealand Herald წერს, იმ სიახლემ, რომ ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი დედა გახდა, ქვეყნის მაცხოვრებელთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "ასეთი უნივერსალური...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172