ჯანდაცვის სამინისტრო: მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებები გვაქვს

ჯანდაცვის სამინისტრო: მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებები გვაქვს

თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.  

"ჯანდაცვის სამინისტროში ახლახან დასრულდა შეხვედრა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძეს, თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, ოჯახის ადვოკატსა და თურქული კლინიკის შუამავალი კომპანიის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე პაციენტის თურქეთში ტრანსპორტირებისა და მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

40 წუთის წინ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მოლდოველ სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ის მიღწევები გააცნო, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151