ბიბილაშვილი: "ოცნება" ქმნის ახალ ოლიგარქიულ სამართალს და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს

ბიბილაშვილი: "ოცნება" ქმნის ახალ ოლიგარქიულ სამართალს და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიეხილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ არ არსებობს კანონი, რომლითაც კონტროლდება პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალება. ბიბილაშვილი დარწმინებულია, რომ თუ ეს საქმე წავა სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილს მოგება გარანტირებული აქვა. 

„მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც დაუშვებდა შეწყალების კონტროლს ვინმეს მიერ, სასამართლოს ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს ცივილიზებული კი არა, არა ცივილიზებული ქვეყნების ისტორიაშიც კი. შესაბამისად, "ქართული ოცნება“ ქმნის ახალ ოლიგარქიულ სამართალს და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს ამ უტიფარი ტყუილით.

ეს საქმე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავა სტრასბურგში და მე ვიტყოდი, რომ მოგება მიხეილ სააკაშვილს აქვს გარანტირებული ვინაიდან, როგორც ფორმალური, ასევე პროცესუალური თვალსაზრისით, ამ საქმეში სამართლებრივი შემადგენელი არ არსებობს,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 

გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი ჩვენი ძირითადი კომპონენტია, რაზეც უახლოეს წლებში ვიმუშავებთ

გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი ჩვენი ძირითადი კომპონენტია, რაზეც უახლოეს წლებში ვიმუშავებთ

19 წუთის წინ

"მინდა გითხრათ ის მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე ჩვენ განვახორციელეთ, ეს გახლავთ ის რომ ჩვენ დავიწყეთ და წლის ბოლომდე ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო კრიმინალისტიკური...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212