51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში №51 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების განზრახ მკვლელობის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა დასრულდა.

ხვალ, 15:00 საათზე გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლო აღნიშნულ საქმეში დასართავად პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.

როგორც საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სახეზე იმსჯელა მოსამართლემ ვახტანგ მრელაშვილმა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს თბილისის №51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ამავე სკოლის მე-11 კლასის ორი მოსწავლე დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი, 16 წლის ლევან დადუნაშვილი საავადმოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, დაჭრილ მოსწავლეს დავით სარალიძეს ე.წ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორ ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ექიმის ინფორმაციით, დავით სარალიძეს 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ცნობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებიდან 24 დღის შემდეგ, პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს - გ.ბ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება დაუზუსტა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.

დაკავებულ არასრულწლოვნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

6 საათის წინ

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოქალაქის უფლებებს საია, მეორის კი „თეთრი ხმაური“ იცავს. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც მეტამორფინის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას არეგულირებს არის ზედმეტად...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151