კახიანი: მივესალმები, თუ სასამართლო აბესაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთ ღონისძიებას შეუცვლის

კახიანი: მივესალმები, თუ სასამართლო აბესაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთ ღონისძიებას შეუცვლის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი მიესალმება, თუ სასამართლო მერიის ყოფილი მაღალჩინოსანს, კორუფციაში ბრალდებულ ოთარ აბესაძეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აღკვეთ ღონისძიებას შეუცვლის.

"ვიცი ბატონი ოთარის მძიმე მდგომარეობა ჯანმრთელობის და მივესალმებოდი თუ სასამართლო გაითვალიწინს ამას და შეუცვლის აღკვეთ ღონისძიებას. ესაა ჩემი პირადი დამოკიდბულება ამ შემთხვევასთან", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს.

ოთარ აბესაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი იყო.

აბესაძეს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატი ირმა ჭკადუას ინფორმაციით ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა სასამართლო არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას აღკვეთ ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ადვოკატისვე ინფორმაციით, ოთარ აბესაძეს დღეს გამოკვლევები ჩაუტარდა. 

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172