მიხეილ სააკაშვილი ხვალ უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადდება

მიხეილ სააკაშვილი ხვალ უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადდება

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადდება. ამის შესახებ RBC- ს მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა. მისი თქმით, დაკითხვა ხვალ, 10 იანვარს არის ჩანიშნული.

"ხვალ [10 იანვარი] 11:00 საათისთვის სააკაშვილს დაკითხვაზე გამოიძახებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის იქ იქნება...", - აცხადებს ადვოკატი. მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაცვის მხარე დაკითხვის მოთხოვნის შესახებ დოკუმენტების ნაწილს უკვე გაეცნო.

"ზოგიერთი [დოკუმენტი] უკვე ჩანს, ზოგიერთს ის ხვალ შეისწავლის", - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას ყალბი ინფორმაცია მიაწოდა. 25 ოქტომბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დოკუმენტი მიიღო და ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.

ცნობისთვის, ამა წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. 

Starbuks- ი აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ყავის სახლის დახურვას გეგმავს

Starbuks- ი აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ყავის სახლის დახურვას გეგმავს

4 საათის წინ

კომპანიის განმარტებით, დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს გაყიდვების დონის გაზრდას, აგრეთვე აქციონერებისთვის სარგებლის მიღებას. ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველაზე ნაკლებად მომგებიანი ყავის სახლები დაიხურება იმ ადგილებში, სადაც Starbucks-ის...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172