დაკავებულ ოთარ აბესაძეს დეპუტატები თავდებში უდგებიან

დაკავებულ ოთარ აბესაძეს დეპუტატები თავდებში უდგებიან

ოთარ აბესაძის ადვოკარის ნონა ფილაურის განცხადებით, დეპუტატები მზად არიან თავდებში დაუდგნენ ბრალდებულს, რომ ის სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას საპატიმროში არ იმყოფებოდეს.

"ეს არის ტექსტი, რომელიც აბსოლუტურად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში. პარლამენტარები გამოხატავენ მზადყოფნას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლონ, ანუ თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა აბესაძეზე, რომ ის მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე არ იმყოფებოდეს სასამართლო სხდომების მიმდინარეობის დროს საპატიმროში",- განაცხადა ფილაურმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს.

ოთარ აბესაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი იყო. 

ირაკლი სესიაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს

ირაკლი სესიაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს

3 წუთის წინ

"ჩვენ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ გვქონდა კრიტიკული დამოკიდებულება, თუმცა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, 2018 წლის 13 ივნისს საქართველოს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151