პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიტოლდ ვაშიკოვსკი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

ქვეყნის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შესაბამისი გადაწყვეტილება ვარშავაში, საზეიმო ცერემონიალზე წარუდგინეს.

თავად ვიტოლდ ვაშიკოვსკი ცერემონიალზე არ იყო წარმოდგენილი, მან საპრეზიდენტო სასახლე ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა. მორავეცკიმ ასევე თანამდებობა ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს ანტონი მაჩერევიჩს დაატოვებინა.

ვიტოლდ ვაშიკოვსკი პოლონელი ისტორიკოსი, დიპლომატი და პოლიტიკოსია. იგი 2005 წლიდან 2008 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2008 წლიდან 2010 წლამდე ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ასევე იყო VII და VIII მოწვევის სეიმის დეპუტატი. ვაშიკოვსკი 2015 წლის 16 ნოემბრიდან დღემდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

კიკაბიძე: სააკაშვილი განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო

კიკაბიძე: სააკაშვილი განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო

3 წუთის წინ

ჟურნალისტმა კიკაბიძეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებაზე სთხოვა კომენტარის გაკეთება, რომელმაც ოპოზზიციონერი ალექსეი ნავალნი სააკაშვილს შეადარა. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151