ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტით

ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტით

"ჩინეთის ელჩთან ჩვენ ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინელი ინვესტორების დაინტერებაზე", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ.

"აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს, სადაც ინტერესი გამოხატულია, მემორანდუმები გაფორმებულია და ვფიქრობთ, რომ მალე ეს ყველაფერი განხორციელდება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღნიშნული საკითხის შესახებ ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ განაცხადა, რომ ჩინური მხარე მიესალმება ჩინური კომპანიების მონაწილეობას ანაკლიის პროექტში.

სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

1 საათის წინ

მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის პროგრამის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ გაუმჯობესდეს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი. პროგრამა რეალური დროის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186