მიხეილ გიორგაძე: მარიკა ლორთქიფანიძე დიდი ალბათობით დიდუბის პანთეონში დაიკრძალება

მიხეილ გიორგაძე: მარიკა ლორთქიფანიძე დიდი ალბათობით დიდუბის პანთეონში დაიკრძალება

ისტორიკოს მარიკა ლორთქფანიძეს სავარაუდოდ დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა.

"რამდენადაც მე ვიცი, დიდუბის პანთეოში არის ადგილი, თუმცა ეს დასაზუსტებელია. მარიკა ლორთქიფანიძე, დიდი ალბათობით იქ, მისი ძმის გვერდით დაიკრძალება. თუმცა, ეს ინფორმაცია თბილისის მერიამ უნდა დაადასტუროს", - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ. 

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "თბილისის საამირო". 1972 წლიდან არის თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან.

გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: "მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა". მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

1 საათის წინ

"აიისა თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, აიისას მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172