ადვოკატი: ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში ერთი დაჭრილი არასრულწლოვანი ფიგურირებს

ადვოკატი: ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში ერთი დაჭრილი არასრულწლოვანი ფიგურირებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილმა "რუსთავი 2"-თან განაცხადა, რომ ამ საქმის მასალებში ფიგურირებს ერთი მოზარდი, რომელიც დაიჭრა იმ ღამეს. 

"ამ საქმის მასალებში ფიგურირებს არასრულწლოვანი, რომელიც დაჭრილი იყო პირველი დეკემბრის ინციდენტის დროს, თუმცა გამოძიებით ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის თუ ვის მიერ მოხდა აღნიშნული პირის დაჭრა. ეს არასრულწლოვანი დაკითხულია", - განაცხადა ეკატერინე მაჭარაშვილმა. 

მისივე თქმით, დაცვის მხარე დარწმუნებულია რომ დანაშაული მხოლოდ ორ პირს არ ჩაუდენია.

"დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ, რომ დანაშაული მხოლოდ ორ პირს არ ჩაუდენია. იქ იყო იმაზე მეტი დანა, ვიდრე გამოძიების ვერსიით არის დადგენილი და იმაზე მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე ბრალდებულის სკამზე ზის", - განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს თბილისის №51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ამავე სკოლის მე-11 კლასის ორი მოსწავლე დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი, 16 წლის ლევან დადუნაშვილი საავადმოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, დაჭრილ მოსწავლეს დავით სარალიძეს ე.წ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორ ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

6 საათის წინ

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოქალაქის უფლებებს საია, მეორის კი „თეთრი ხმაური“ იცავს. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც მეტამორფინის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას არეგულირებს არის ზედმეტად...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151