მარგველაშვილი: განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია

მარგველაშვილი: განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალებას ეხმიანება:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.

განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია 70 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში.

მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც მიუძღვის მას საქართველოს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საკითხში.

მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს ამ მძიმე წუთებში.

ეს დანაკლისი უმძიმესია თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

33 წუთის წინ

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლენ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიების ფარგლებში, მიღების ოფიციალური ნაწილის შემდეგ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212