Radiohead-ი ლანა დელ რეის საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

Radiohead-ი ლანა დელ რეის საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

ბრიტანული ჯგუფი ''Radiohead''-ი ამერიკელ მომღერალ ლანა დელ რეის პლაგიატში ადანაშაულებს და საავტორო უფლებების დარღვევისთვის შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს.

ამის მიზეზი ლანა დელ რეის ბოლო ალბომ ''Lust For Life-''-ში შემავალი კომპოზიცია ''Get Free'' გახდა, რომელიც, ''Radiohead''-ის წევრების მტკიცებით, ძალიან ჰგავს ჯგუფის 1992 წლის ცნობილ ჰიტს, ''Creep''-ს, როგორც აკორდების პროგრესიით, ისე ვოკალის მელოდიით. 

თავად ლანა დელ რეიმ ''ტვიტერზე'' დაადასტურა, რომ ''Radiohead''-ი მას მართლაც ედავება საავტორო უფლებებზე, თუმცა ის აღნიშნავს, რომ მისი სიმღერა ბრიტანული ჯგუფის სიმღერის გავლენით არ დაწერილა.

ბრიტანული მედიის ცნობით, როგორც ''Radiohead''-ი, ისე ლანა დელ რეი ცდილობენ, რომ დავა სასამართლომდე არ მიიყვანონ და საქმე კულუარულად მოაგვარონ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ''Radiohead''ის წევრები ლანა დელ რეის სიმღერის თანაავტორად თავიანთი სახელების ჩაწერას ან კომპენსაციას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ''Radiohead''-ს სწორედ ''Creep''-ის გამო ადანაშაულებდნენ პლაგიატში. ჯგუფის ცნობილი ჰიტი მიამგვანეს ''The Hollies''-ის 1974 წლის კომპოზიციას ''The Air That I Breath'', რის გამოც ''Radiohead''-ს მათი ყველაზე ცნობილი სიმღერის თანაავტორებად ''The Hollies''-ის წევრების, ალბერტ ჰამონდისა და მაიკ ჰაზელვუდის მითითება მოუწია.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედიასაშუალებები, ''The Independent'',  ''The Sun'' და მუსიკალური გამოცემა ''Rolling Stone'' ავრცელებენ.

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

19 ივნისი, 2018

ლევან გრძელიძე - პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია. ხატვის ხელოვნებას ის 80-იანი წლებიდან ეზიარა. გამოფენა დაიხურება 22 ივნისს. 

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172