ქრისტეს შობის "ალილო" - ფოტორეპორტაჟი თბილისის ქუჩებიდან

ქრისტეს შობის "ალილო" - ფოტორეპორტაჟი თბილისის ქუჩებიდან

მწყემსებმა, მოგვებმა, ქურუმებმა, სტიქარით შემოსილმა ბავშვებმა და სასულიერო პირებმა ურემით დედაქალაქში ტრადიციული"ალილო"გაიმართეს.

ფეხით მსვლელობა ვარდების მოედანზე დაიწყო, სადაც მათ, თბილისის მერი კახა კალაძე შეუერთდა და ტკბილეული გადასცა. მსვლელობის მონაწილეები, იმიტირებულმა აქლემმა, სპილომ, კუმ და ჟირაფმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა, სადაც მათ დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად დახვდათ და საჩუქრები გადასცეს. 

"ალილოს" მონაწილეები, მოგვიანებით თბილისის საკრებულოსთან გაჩერდნენ, სადაც მათ თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძისგან  საჩუქრები მიიღეს. სტიქარით შემოსილ  მეალილოებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც უმსპინძლა, რის შემდეგ საჩურებით დატვირთული ურმები ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს.

მოგვიანებით "ალილო"-სგან შეგროვებული საჩურები ბავშვთა სახლის ბინადრებს და სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაუნაწილდებათ. 

თემები:
ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

1 საათის წინ

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა კვლევაში გამოკვეთილი საკითხები, მათ შორის შემაშფოთებელი სტატისტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, ფემიციდის შემთხვევათა გარემოებები და სახალხო დამცველის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186