შუახევში საშობაო "ალილოს" საზეიმო მსვლელობა გაიმართა

შუახევში საშობაო "ალილოს" საზეიმო მსვლელობა გაიმართა

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საუფლო დღესასწაული შუახევშიც ტრადიციულად - სარკმელში ანთებული საშობაო სანთლით, საშობაო ღვეზელითა და ალილოთი აღინიშნა.

საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლმა სახალხო მსვლელობა მოაწყო და ქუჩებში გადაინაცვლა. მეალილოები ღვთის სადიდებელ საგალობლებს ასრულებდნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ ერთმანეთს. 

შუახევის მერიის ინფორმაციით ალილოს მსვლელობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაც შეუერთდა და საშობაო ტკბილეული გადასცა.

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

2 საათის წინ

10 წლის ლუკაც ონკოლოგიური პაციენტია, მესამე წელია სიმსივნეს მკურნალობს, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ოჯახი, აკაკის ქუჩის 51 ნომერში, ნაქირავებ, პატარა ხის სახლში...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172