გიორგი მარგველაშვილი: დღეს ახლისა და სიკეთის დაბადების ემოციას ვუნაწილებთ ერთმანეთს

გიორგი მარგველაშვილი: დღეს ახლისა და სიკეთის დაბადების ემოციას ვუნაწილებთ ერთმანეთს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს, მათ საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

"ჩემო საყვარელო თანამემამულენო, გილოცავთ შობას! გრძელდება საოცარი დღესასწაული. ემოცია ახლის და კეთილის დაბადების. ჩვენ ვუნაწილებთ ამ ემოციას და ჩვენს სიყვარულს ერთმანეთს!

მშვენიერია, როდესაც პატარა მომლოცველები მოდიან აქ, ჩვენ კი, მათ სიხარულს და ძღვენს ვუნაწილებთ, რომელიც შემდეგ განაწილდება იმ ადამიანებზე, ვინც შეუძლოდაა, ან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პირველი ლედის მაკა ჩიჩუას განცხადებით, ქრისტეშობის დღესასწაული განსაკუთრებული და გამორჩეულია.

"ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაულია ქრისტეშობა და ყველაზე მეტად მიყვარს. როცა ვფიქრობ პატარა იესო, როგორ წევს თივაზე თავის მშობლების გარემოცვასა და ზრუნვაში, სულ წარმომიდგება ღვთისმშობელი და ყველა დედა მთელ დედამიწაზე.

ყველას გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულს და ჩვენ გულებში მუდამ ცხოვრობდეს იესო, როგორც ის პატარა ჩვილი, გულწრფელი ადამიანი, ვინც გაგვინათა და დღემდე გვიკვლევს გზას კეთილად", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

ალილოს მსვლელობის მონაწილეთა მიერ სამების ტაძარში შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში გადანაწილდება.

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

15 წუთის წინ

„კონსტიტუცია მოითხოვს რომ, უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს პრემიერი, მაგრამ რეალურად არცერთი პრემიერი არ ყოფილა უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი ყველა გულისხმობდა ამას და ირიბად ამბობდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, რომ საბოლოო...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186