ქედაში "ალილოს" მსვლელობა მიმდინარეობს

ქედაში "ალილოს" მსვლელობა მიმდინარეობს

დაბაში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ევდემოზ ალელიშვილი, მორწმუნეებთან ერთად, უძველეს საშობაო ტრადიციას - "ალილოს" მსვლელობას ამ წუთებშიც მართავს.

მგალობლებს კალათებით მიეგებნენ ქედის თვითმმართველობაში. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა შობის დღესასწაული ყველა მართლმადიდებელს კიდევ ერთხელ მიულოცეს.

ალილო ერთგვარი ქველმოქმედების ზეიმიცაა - საშობაო მსვლელობის მონაწილეები, შეგროვილ შესაწირს, დღის ბოლოს გაჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
 

თემები:
ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

2 საათის წინ

10 წლის ლუკაც ონკოლოგიური პაციენტია, მესამე წელია სიმსივნეს მკურნალობს, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ოჯახი, აკაკის ქუჩის 51 ნომერში, ნაქირავებ, პატარა ხის სახლში...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172