გურჯაანში საშობაო "ალილოს" მსვლელობა მოეწყო

გურჯაანში საშობაო "ალილოს" მსვლელობა მოეწყო

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო "ალილოს" მსვლელობა მოეწყო გურჯაანში. ტრადიციული ალილოს მსვლელობა გურჯაანის სამების ეკლესიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილე სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა შემოიარეს.

მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. შეგროვილი ნობათი გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემა.

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

2 საათის წინ

10 წლის ლუკაც ონკოლოგიური პაციენტია, მესამე წელია სიმსივნეს მკურნალობს, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ოჯახი, აკაკის ქუჩის 51 ნომერში, ნაქირავებ, პატარა ხის სახლში...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172