ზუგდიდში საშობაო მსვლელობა "ალილო" გაიმართა

ზუგდიდში საშობაო მსვლელობა "ალილო" გაიმართა

ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო "ალილოს" მსვლელობა გაიმართა. ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა მიიღეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მსვლელობის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და მათ საშობაო ნობათი გადასცეს.

ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა საზეიმო პარაკლისი აღავლინეს.

რაც შეეხება სამეგრელო ზემო-სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებს, ცხრავე მუნიციპალიტეტში მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა.

სოფელ იორმუღანლოს სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სოფელ იორმუღანლოს სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

5 წუთის წინ

თეა გურგენიძემ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანა. მოსარჩელე მხარე პედაგოგის გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და სამსახურში მის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. გურგენიძის ადვოკატისთვის სკოლის დისციპლინური საბჭოს...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172