ქუთაისში საშობაო მსვლელობა "ალილო" მიმდინარეობს

ქუთაისში საშობაო მსვლელობა "ალილო" მიმდინარეობს

მსვლელობა 12:00 საათზე რუსთაველის ქუჩიდან დაიწყო, შობის მახარობლები მეუფე კალისტრატემ დალოცა. 

მახარობლები, ტრადიციულად, ქალაქში გალობით დადიან და მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავენ.

"დღეს მართმადიდებელი სამყარო ოღნიშნავს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტეს შობა- ეს ნიშნავს კაცობრიობის გადარჩენას, ეს ნიშნავს ადამიანის დაბრუნებას სასუფეველში, ეს ნიშნავს რომ ადამიანი გონს მოეგოს კაცობრიობასთან ერთად. მე მინდა ამ წმინდა ადგილიდან მივულოცო სრულიად საქართველოს,"- განაცხადა მეუფე კალისტრატემ.

შეგროვებული სურსათ-სანოვაგე და საჩუქრები დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.


 

სოფელ იორმუღანლოს სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სოფელ იორმუღანლოს სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

5 წუთის წინ

თეა გურგენიძემ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანა. მოსარჩელე მხარე პედაგოგის გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და სამსახურში მის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. გურგენიძის ადვოკატისთვის სკოლის დისციპლინური საბჭოს...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172