ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს. 

საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონ ზივზივაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.
 

მეუფე პეტრე: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ "ციანიდის საქმეში" ცოდვა ჩაიდინა

მეუფე პეტრე: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ "ციანიდის საქმეში" ცოდვა ჩაიდინა

1 წუთის წინ

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სინოდის სხდომაზე "ციანადის საქმე"-ზე საუბარი ზოგადად იყო, თუმცა მსჯელობა არ ყოფილა. “ციანიდის საქმეზე ზოგადად იყო საუბარი. ციანიდზე კონკრეტულად...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172