პატრიარქი: ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანის გულში ქრისტე იშვას

პატრიარქი: ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანის გულში ქრისტე იშვას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მართლმადიდებლებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა.

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ქრისტეს შობის დღეს! ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანის გულში იშვას ქრისტე.

დღეს განსაკუთრებული დღეა, მრავალი სახლის ფანჯარაში ანთებული სანთელი იყო, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ  უფალი ჩვენთან უნდა იშვას. 

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.  ჩვენთან არს ღმერთი!", - ბრძანა პატრიარქმა. 

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

1 საათის წინ

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე N2"  - ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს სტრასბურგის დიდი პალატის შემადგენლობა განიხილავს. ვინ არის ის 17 მოსამართლე სტრასბურგიდან, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას? რა ბიოგრაფიები და...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341