პატრიარქი: პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს და მზერაზეც კი...

პატრიარქი: პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს და მზერაზეც კი...

"ავს ვაკეთებთ თუ კარგს, ეს ყველაფერი შემდეგ იმ ქვეყნად აისახება და მთელი სისავსით გამოვლინდება; ამიტომაც ჩვენს ყველა ნაბიჯს და არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე 2017/2018 წლის საშობაო ეპისტოლეში საუბრობს. 

"ჩვენ ვმოქმედებთ გონებით, სიტყვით, საქმით, გრძნობით და პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ, ტკივილზე თუ სიხარულზე, რომელსაც განვიცდით, სიტყვაზე, რომელსაც ვამბობთ, მზერაზეც კი … რადგან ეს ჩემი აზრია, ჩემი გრძნობაა, ჩემი მოქმედებაა, ჩემი სიტყვაა, ჩემი განწყობაა. მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს "მე"-დ, ჩემს ინდივიდუალურ ყოფად ვაქცევ", - აღნიშნავს ეპისტოლეში პატრიარქი.

მეუფე პეტრე: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ "ციანიდის საქმეში" ცოდვა ჩაიდინა

მეუფე პეტრე: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ "ციანიდის საქმეში" ცოდვა ჩაიდინა

33 წამის წინ

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სინოდის სხდომაზე "ციანადის საქმე"-ზე საუბარი ზოგადად იყო, თუმცა მსჯელობა არ ყოფილა. “ციანიდის საქმეზე ზოგადად იყო საუბარი. ციანიდზე კონკრეტულად...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172