ადრიანო ჩელენტანოს 80 წელი შეუსრულდა

ადრიანო ჩელენტანოს 80 წელი შეუსრულდა

დღეს იტალიელი მომღერლის, სიმღერების ავტორის, კომიკოსის, მსახიობის, კინორეჟისორის ადრიანო ჩელენტანოს დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსრულდა. ჩელენტანო 1938 წლის 6 იანვარს დაიბადა.

ჩელენტანო დაიბადა ქ. მილანში. მისი მშობლები წარმოშობით ფოჯადან იყვნენ. მათ იტალიის ჩრდილოეთით გადასახლება გადაწყვიტეს, სამუშაოს გამო. ცნობილი ვარაუდის თანახმად, მომღერლის კარიერამდე ჩელენტანო ეცნობოდა სასცენო ცხოვრებას ევროპული როკის პიონერის, გიგო აგოსტის საზოგადოებაში.

ჩელენტანო ელვის პრესლისა და 1950-იანი წლების როკ-რევოლუციის გავლენის ქვეშ მოექცა. 40 წლის მანძილზე იგი მშობლიურ ქვეყანაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ასევე ხელს უწყობდა კომედიურ ფილმებში როლების განსახიერება. მაყურებელმა შეიყვარა მისი სახის გამომეტყველებები და ქცევები.

ადრიანოს მეუღლეა კლაუდია მორი. მათ ჰყავთ სამი შვილი - როზიტა, ჯაკომო და როზალინდა ჩელენტანო, რომელმაც მელ გიბსონის ფილმში „ქრისტეს ვნებანი“ სატანის როლი შეასრულა. ჩელენტანოს დისკოგრაფია 40 ალბომს მოიცავს. მათ შორის არის 29 სტუდიური, სამი ცოცხალი და რვა კომპილაციური დისკი.

2005 წლიდან ადრიანო ვეგეტარიანულ ცხოვრებას მიჰყვება და იცავს ცხოველთა უფლებებს.

ჩელენტანოს 40-მდე ფილმში აქვს სხვადასხვა როლი შესრულებული, მათ შორის ისეთ ფილმებში, როგორებიცაა ''ჭირვეულის მორჯულება,'' ''ბლეფი'' და ა.შ.

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

19 ივნისი, 2018

ლევან გრძელიძე - პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია. ხატვის ხელოვნებას ის 80-იანი წლებიდან ეზიარა. გამოფენა დაიხურება 22 ივნისს. 

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172