სააკაშვილი 10 იანვარს უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს

სააკაშვილი 10 იანვარს უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. სააგენტო Unian-ის ცნობით, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიტიკოსმა დაკითხვის თაობაზე შეტყობინება დღეს მიიღო, რომლის მიხედვითაც ის 10 იანვარს ადგილობრივი დროით 11:00 საათზე უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ დირექტორატში უნდა გამოცხადდეს, მისამართზე ასკოლდოვ პერეულოკის 3-ა.

სააკაშვილის დაკითხვა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდება.

2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას ყალბი ინფორმაცია მიაწოდა, კერძოდ, საქართველოში მისი დანაშაულის შესახებ. 25 ოქტომბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დოკუმენტი მიიღო და ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. 

სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

5 წუთის წინ

"ვფიქრობ, რომ ევროპულ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. ყველა ამას მეკითხება. სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, თუ იტალიის გადარჩენა გვსურს ", - განაცხადა ბერლუსკონიმ. მისი თქმით, 25 წლის განმავლობაში, იტალიის წინაზე ისეთი დიდი საფრთხე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172