პრემიერი ილია მეორეს: თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და სასიცოცხლო აუცილებლობა

პრემიერი ილია მეორეს: თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და სასიცოცხლო აუცილებლობა

"თქვენო უწმიდესობავ, თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ - სასიცოცხლო საჭიროებაც; იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა - სასიცოცხლო აუცილებლობა" - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საიუბილეო თარიღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც, პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "ძველი აღთქმის" სრული აკადემიური გამოცემისა და "მცხეთური ბიბლიის" ახალი რედაქციის პრეზენტაცია გაიმართა.

"თქვენო უწმინდესობავ, მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ყველა ჩვენგანისთვის - თქვენი იუბილე; ასევე, მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე; მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს მეუფება. თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ ეს არის სასიცოცხლო საჭიროებაც. იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა - სასიცოცხლო აუცილებლობა. ამიტომ, მინდა გისურვოთ დიდხანს მეუფება, მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, რასაც თქვენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად აკეთებთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ იმედისთვის, ყველა იმ ნუგეშისთვის, რომელსაც თქვენ უხვად უზიარებთ ჩვენს ქვეყანას“, - მიმართა პრემიერმინისტრმა პატრიარქს.

პრემიერმა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის - "ძველი აღთქმისა" და "მცხეთური ბიბლიის" დასრულება მიულოცა ყველას და ამ საქმეში ჩართულ სამეცნიერო გუნდს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არის კიდევ ერთი ბურჯი ჩვენი ეკლესიის სიძლიერის, ჩვენი ავტოკეფალიის განმტკიცების საქმეში. მინდა, მივულოცო იმ სამეცნიერო გუნდს, რომელმაც ამ გამოცემებზე იმუშავა, მინდა მივულოცო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ბატონ ზაზა აბაშიძეს და ყველა მეცნიერს. რა თქმა უნდა, ეს გამოცემები არის იმ ადამიანების სახელების უკვდავყოფაც, რომლებმაც თაობების მანძილზე იმუშავეს ამ ორ უმნიშვნელოვანეს გამოცემაზე“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა და ყველას მიულოცა ახალი წელი და დამდეგი შობის დღესასწაული.

საპატრიარქოსი გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასულიერო პირები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 

წულუკიანი: როდესაც მინისტრი გავხდი, მოსამართლეებმა შემომითვალეს, ვიქნებოდი თუ არა მათი ქოლგა

წულუკიანი: როდესაც მინისტრი გავხდი, მოსამართლეებმა შემომითვალეს, ვიქნებოდი თუ არა მათი ქოლგა

42 წუთის წინ

"ეს კითხვა იმიტომ კი არ გაჩნდა რომ თბილისი პატარა ქალაქია და არაფერი იმალება, რომ ამბობენ, ეს იყო შემოთვლილი კონკრეტული პირებისგან, რიგით მოსამართლეებს რომ ეძახიან, იქნება თუ არა ჩვენი ქოლგა. მე მათ ძალიან ცალსახად გავაგებინე რომ ის ეპოქა იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080