საფრანგეთში ქარიშხლის გამო ელექტროენერგიის გარეშე 200 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა

საფრანგეთში ქარიშხლის გამო ელექტროენერგიის გარეშე 200 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა

ზამთრის ქარიშხალმა ელეონორმა, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ დეპარტამენტებს თავს 3 იანვარს დაატყდა, 200 ათასზე მეტი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ქარიშხლის სისწრაფე 125 კმ/სთ იყო. სტიქიური უბედურების შედეგად ილ-დე-ფრანსის, პიკარდიისა და ლორეინის დეპარტამენტებში ელექტროენერგიის გარეშე 30 ათასი ადამიანი დარჩა, ქალაქ მეცსა და ტონვილში 22 ათასი, პა-დე-კალში 15 ათასი, ხოლო ნორმანდიაში 50 ათასი ადამიანი. ამ ეტაპზე ტრანსპორტისა და მატარებლების მოძრაობა აღნიშნულ დეპარტამენტებში შეჩერებულია, მიმდინარეობს მოძრაობის აღდგენის სამუშაოები.

ქარიშხლის გამო, პარიზის აეროპორტიდან ფრენა საშუალოდ 30 წუთითაა შეფერხებული.

The Guardians Of The Galaxy-ის რეჟისორი The Walt Disney Studio-დან გაათავისუფლეს

The Guardians Of The Galaxy-ის რეჟისორი The Walt Disney Studio-დან გაათავისუფლეს

40 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეურაცხმყოფელი საქციელი და განცხადებები, რომლებიც ჯეიმსის ტვიტერზე აღმოაჩინეს, სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელია სტუდიასთან, ამის გამო, სტუდიის წარმომადგენლებმა, რეჟისორთან საქმიანი კავშირები...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080