ზურაბ პატარაძემ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

ზურაბ პატარაძემ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა 2017 წელს გაწეული საქმიანობისათვის.  ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ზურაბ პატარაძის თქმით, რთული და გამოწვევებით სავსე წელი ჰქონდა რეგიონს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წლისგანმავლობაში იმუშავა ეფექტიანად სხვადასხვა მიმართულებით. ჯამში, ასობით შემთხვევაზე მოახდინა ოპერატიული და პროფესიონალური რეაგირება, რისთვისაც ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

როგორც აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა აქტიურ რეჟიმში დაიწყეს თეორიული და პრაქტიკული სწავლებების ჩატარება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმისათვის, რომ საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი იყოსმზად იმოქმედოს მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ოპერატიულად საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. ზურაბ პატარაძემ მეხანძრე-მაშველებს ახალ 2018 წელს მშვიდობა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

2 საათის წინ

"გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შპს "სანდასუფთავების" თანამშრომლებმა პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარის ნაპირებიდან და კალაპოტიდან ამოიღეს. დღეს ორი მდინარის -...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172